დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო-აშშ-ის სურვილია, ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიდეს ახალ ნიშნულზე - Palitra News

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო-აშშ-ის სურვილია, ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიდეს ახალ ნიშნულზე

2020-09-10 15:06:19+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც დიდწილად იქნება ერთ- ერთი გადამწყვეტი აშშ-დან საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს.

ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ორივე ქვეყნის სურვილია ეკონომიკური თანამშრომლობის დონე იმ მაღალ ნიშნულზე ავიდეს, რა ნისნულზეც დღეს საქართველო ამერიკას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა არსებობს.