ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი პოლიციელს მისი შვილის ცემაში ადანაშაულებს. თამარ ქემოკლიძე აცხადებს რომ თანაკლასელებმა იკამათეს, რის შემდეგაც ბავშვის მამა სკოლაში მივიდა, ბავშვს სახეში გაარტყა და ყური აუწია. ოჯახი პოლიციაში განცხადების შეტანას და სამართლებრივ დავას გეგმავს. მეხუთე კლასელებს შორის მომხდარ კამათს ადასტურებს სკოლის დირექტორიც. თუმცა მიხეილ გიორგაძე ამბობს რომ მშობლის სკოლაში შესვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად შემთხვევა არა სკოლაში, არამედ სკოლის ეზოში, შესასვლელთან მოხდა.