ხანძრის შედეგად დაზარალებულთა სია ბანკებს უკვე გადაეგზავნათ, რათა მათ გარკვეული შეღავათები მიიღონ - ამის შესახებ, თბილისის მერმა განაცხადა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერია აქტურადაა ჩართული, რათა კომპეტენციის ფარგლებში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ასევე "ბავშვთა სამყაროს" ადმინისტრაციას დაეხმაროს.