ექსპოჯორჯიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ვებგვერდის dcfta.gov.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. ვებგვერდის საშუალებით მომხმარებლები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ პრაქტიკული და საკანონმდებლო სახის ინფორმაციის შეუფერხებლად მიღებას შეძლებენ. ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ვებ გვერდი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგინონ შენიშვნები ან წინადადებები DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული აქტების პროექტებზე.