კონგოში ტყვედ ჩავარდნილი იოსებ ოსურაული ოჯახს მიმართვას უგზავნის. ქართველი მფრივანის ვიდეო-გზავნილი ტელეკომპანია იბერიამ გაავრცელა. როგორც ოსურაული მიმართვაში აღნიშნავს, მას ადამიანების დახოცვაში ადანაშაულებენ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვეობაში 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ოსურაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. თავდაცვის უწყების განცხადებით, ოსურაული შეიარაღებული ძალებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე 2015 წლის მარტში წავიდა, კონგოდან მიღებული შეთავაზების გამო.