თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 ათასი ოჯახიდან 1500-მდე ოჯახს დაეხმარა და ისინი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ასევე უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან სხვა ოჯახებიც.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი იმ ოჯახებსაც დაეხმარება, ვინც ნამდვილად შეჭირვებულია და თანადგომა სჭირდება.