დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება.
როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მიზნისთვის დედაქალაქის მთავრობა ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს. მერია მომდევნო დღეების განმავლობაში წინასაახალწლოდ მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების მიტანას ტავად უზრუნველყოფს.