წელს, თბილისში საახალწლო სოფელი არ მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიამ ეს გადაწყვეტილება არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღო.
როგორც კალაძემ განმარტა, იმ თანხით, რაც საახალწლო სოფლის მოწყობისთვის იყო გამოყოფილი, გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.
მასთან, მერმა მოხალისეებს მოუწოდა, პროდუქტების დარიგებაში მიიღონ მონაწილეობა.