22:56
3 ივნისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
დედებო იცოდეთ ძუძუთი კვების სიკეთეები: ბავშვები, რომლებიც პირველ 3 თვეს მხოლოდ ბუნებრივად იკვებებოდნენ, ინტელექტის მაჩვენებლები 6 ქულით უკეთესი აქვთ
26-12-2018

ბავშვები, რომლებიც სიცოცხლის პირველ სამ თვეს მხოლოდ ბუნებრივად იკვებებოდნენ, მოგვიანებით ინტელექტზე ტესტირებისას სხვებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. კოგნიტურ უნარებსა და ვერბალურ ტესტებში მათ 7 ქულით უკეთესი შედეგები აქვთ, არავერბალურში 3-ით, ზოგად ინტელექტში კი მათი მაჩვენებლები 6 და მეტი ქულით უკეთესია. გარდა ამისა, ასეთ ბავშვებს გაცილებით უკეთ შეუძლიათ კითხვა, თვლა და წერა. ჯერჯერობით უცნობია, რა უდევს საფუძვლად ამგვარ კანონზომიერებას ან რა გზით მოქმედებს ბუნებრივი კვება ინტელექტზე. ვარაუდობენ, რომ ეს ან თავად რძის შემადგენლობასა და თვისებებს უკავშირდება, ან იმ ფიზიკურ და სოციალურ ფაქტორებს, რომლებიც დედა-შვილს შორის ძუძუთი კვებისას დამყარებული კონტაქტის წყალობით წარმოიშობა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები