ბრიტანეთის სამეფო კარი კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად, დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ გადაწყვიტა, სამეფო ოჯახის შესახებ შექმნილი წიგნიდან, რომელიც სამშაბათს გამოიცა, პრინცი ჰარის, მეგან მარკლის და მათი 8 თვის შვილის არჩის საერთო ფოტო ამოეღოთ.გამოსაცემი წიგნის თვალიერებისას, დედოფალმა თავისი შვილიშვილისა და მისი ჯახის საერტო ფოტოზე შეაჩერა ყურადღება და წარმოთქვა სიტყვები:“ ვფიქრობ, ეს ფოტო არ გვჭირდება“. სავარაუდოდ, დედოფლის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა , რომ პრინცმა ჰარიმ თავის ოჯახთან და დედინაცვალთან დორია რეგლენდთან ერთად, შობის გატარება კანადაში გადაწყვიტა.რაც შეეხება პრინცის ჰარის უფროs ძმას, პრინც უილიამსს, მან დედოფლის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო, რამაც მისი აღელვება გამოიწვია.ფაქტია, ბრიტანეთის ოჯახში არსებული განხეთქილება უფრო მწვავდება და შედეგიც სახეზეა. პრინცი ჰარის და მისი ცოლ-შვილის საერთო ფოტო, სამეფო ოჯახზე შექმნილი ახალ წიგნის ფურცელს აღარ დაამშვენებს.