ე.წ. მატროსოვის ციხეში "ციანიდის საქმეზე“ ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვა განახლდა. დაკითხვის გაგრძელების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქმის პროკურორი და ბრალდებულის ადვოკატები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა, ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამოეწურა ყველა საბაბი, რატომაც კრიტიკულ შეკითხვებს არ სცემდა პასუხს. ჯარჯი წიკლაურის თქმით, შეკითხვები შეეხება ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის მომწამვლელი ნივთიერების შეძენის საკითხს.
იხილეთ:
დაკავებულ დეკანოზს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება