ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, 15 ოქტომბერს, 16:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას გამართავს. როგორც მან აღნიშნა აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს და ისინი სოლიდარობას გამოუცხადებენ მათ, ვინც ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში მოსვლის შემდეგ გაუბედურდა. მისი თქმით, საპატრიარქოს არ უნდა გიორგი მამალაძის გამოშვება, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს კოზირად ყავს ციხეში და საარჩევნოდ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ.
რაც შეეხება მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ არაფერი ცვლილება არ არის და ის ისევ პარალიზებულია.