დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი ამ კვირაში გაიგზავნება. სარჩელის დეტალები დეკანოზთან მისმა ადვოკატებმა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებმა დღეს შეათანხმეს. დეკანოზი სარჩელით ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას ასაჩივრებს, რომლითაც დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა აღნიშნა, საჩივრის გაგზავნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც პროკურატურამ დაცვის მხარეს კიდევ ერთხელ უთხრა უარი გაუთქმელობის პირობის მოხსნაზე.მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დღეს შეთანხმდა ის დეტალები, რომელზეც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი საჩივარი დგება.