კიკეთის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ, ალბათ, ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს და სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს დაცული.მისი თქმით, საპატრიარქომ საკითხზე საშიში აქცენტები დაინახა.მისივე თქმით, საჭიროა ამ ადამიანების დახმარება, აქცენტის გაკეთება სარეაბილიტაციო და პრევენციული კუთხით. დეკანოზი მიიჩნევს, რომ ეს კანონი ამას ვერ უზრუნველყოფს. კითხვაზე, ცდილობს თუ არა საპატრიარქო გარედან ჩაერიოს პროცესებში, დეკანოზმა ანდრიამ უპასუხა, რომ დეპუტატებს შეუძლიათ გაითვალისწინონ საპატრიარქოს პოზიცია და ან არ გაითვალისწინონ.