დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატრიარქის ყოფილი მდივანი მიქაელ ბოტკოველი და უწმინდესის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, არ ადასტურებს. როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოტკოველი და ოხანაშვილი ერთმანეთს არც კი შეხვედრიან.