03:55
18 მაისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
დეკემბერში სახელმწიფო საგარეო ვალი წლიურად 670,177 მლნ დოლარით გაიზარდა
26-01-2022

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 670,177 მლნ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, 350,216 მლნ დოლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.205 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 25.416 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 7.535 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 24.689 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებს, საგარეო ვალი 7.855 მლრდ დოლარს ანუ მაშინდელი კურსით 24.246 მლრდ ლარს შეადგენდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 830.936 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1,209 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,887 მლრდ დოლარს აჭარბებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები