მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ცნობილი ფრანგული ბრენდი ბალენსიაგა ყველაზე ტრენდულ ბრენდებს შორის მესამე ადგილზე დასახელდა. ბიზნეს ოფ ფეშენის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ქუჩის სტილიდან დაწყებული, მაღალი მოდის სამოსით ცნობილი „ბალენსიაგა“ წინა რეიტინგთან შედარებით, ერთბაშად ექვსი პოზიციით დაწინაურდა. რეიტინგის მეოთხე ადგილზეა დემნა გვასალიას საკუთარი ბრენდი ვეტემენტსიც, რომლის ძირითადი ხაზი ქუჩის ჩაცმულობაა. მეორე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე ტრენდული ბრენდების ათეულს მდიდრული ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია გუჩი ლიდერობს. მეორე ადგილზეა ცნობილი რეპერის კანიე ვესტის ბრენდი იეზი, ათეულში ასევე მოხვდნენ "ჟივანში", "ვალენტინო", "პრადა", "ნაიკი“ და "ფენდი".