სამტრედიაში გასულ წელს თვითმკვლელობით გარდაცვლილი დემურ სტურუას დედამ შვილების საფლავი ამოთხარა და სოფელ დაფნარის სასაფლაოზე გადაასვენა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც გარდაცვლილის დედა ნონა ჯოჯუა აცხადებს, მისი რძლის მოთხოვნით, დემურ სტურუა სოფელ კულაში დაკრძალეს, სადაც დედას საფლავზე მისვლის უფლება არ ჰქონდა, რადგან რძალი დარიკო ჯაში უკრძალავდა. დარიკო ჯაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის ბრალდებებს უსაფუძლოს უწოდეს. მისი თქმით, მას საფლავზე მისვლა ნებისმიერ დროს შეეძლო. სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ გასული წლის აგვისტოში თვითმკვლელობით დაასრულა სისცოცხლე. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს ზეწოლაში ადანაშაულებდა.დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს უდანაშაულოდ ცნო.