Deutsche Bank-მა 2020 წლის გლობალური ეკონომიკის პროგნოზი გააუმჯობესა. ბანკი აღნიშნავს, რომ ეკონომიკა იმაზე მალე აღდგება კორონავირუსის პანდემიისგან, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი. ბანკის მიერ მაისში გამოთქმული გლობალური ეკონომიკის ვარდნის პროგნოზი 6% იყო, ახლა კი ის წლიურ გამოხატულებაში 4,5%-იან ვარდნას პროგნოზირებს. რაც შეეხება ზრდას, ბანკი მსოფლიო ეკონომიკის 5,5%-იან ზრდას უკვე მომავალ წელს ელის.
ანალიტიკოსების პროგნოზით ეკონომიკური ზრდის ტემპები 2021 წლის შემდეგ შენელდება, თუმცა, ტრენდულ დონეზე მაღლა შენარჩუნდება. მათივე პროგნოზით, უმუშევრობა კრიზისამდე დონეს 2024-2025 წლებში დაუბრუნდება.