Netflix-მა დევიდ ფინჩერის დეტექტიური ჟანრის სერიალის Mindhunter-ის მეორე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა. ახალ სეზონში FBI-ს აგენტები ჰოლდენ ფორდი და ბილ ტენჩი ბავშვების მკვლელობის საქმეს იძიებენ, რომელიც 1970-იან წლებსა და 1980-იანი წლების დასაწყისში მოხდა. სერიალის მეორე სეზონში 10 სერია იქნება და ეპიზოდები Netflix-ზე 16 აგვისტოს დაიდება.