დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 300 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 4 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში უნდა წარადგინონ.