ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული მალხაზ ტოხოსაშვილის ოჯახის წევრები ტერორისტულ საქმიანობასთან მის შემხებლობას გამორიცხავენ. ტოხოსაშვილის მამის თქმით, დაკავებული ორი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდა და პანკისშიც იშვიათად ჩადიოდა. მალხაზ ტოხოსაშვილს მეზობლებიც დადებითად ახასიათებენ. მათი განმარტებით, ის 15 წელზე მეტია თბილისში ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე საეჭვო ვითარებაში არასდროს ყავთ შემჩნეული.