დღეიდან, 2 იანვრის ჩათვლით, სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, მაღაზიების სამუშაო საათები კი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრება - Palitra News

დღეიდან, 2 იანვრის ჩათვლით, სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, მაღაზიების სამუშაო საათები კი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრება

2020-12-24 09:50:51+04:00

დღეიდან, 2 იანვრის ჩათვლით, სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, მაღაზიების სამუშაო საათები კი 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდება სრული მოცულობით: ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ისევე როგორც ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ გაიხსენება ბაზრობები. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები.

იმ სავაჭრო ობიექტებისთვის, რომელიც დღეიდან გაიხსენება, დაწესებულია დამატებითი რეგულაციები. კერძოდ: მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი. მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები.

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნიოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.