დღეიდან, კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსახლეობას თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გააფრთხილებენ. ისინი ქალაქში ავტომანქანებით მოძრაობენ და მოსახლეობას მოუწოდებენ დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.
"გთხოვთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქუჩაში გამოსვლისგან და მხოლოდ აუცილებლი საჭიროების შემთხვევაში გამოდით გარეთ. მოგიწოდებთ, დარჩით სახლში! - მიმართავენ მოქალაქეებს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები.