"ნაციონალური მოძრაობა", დღეიდან თბილისის ორ ოლქში სამგორსა და გლდანში საარჩევნო კამპანიას იწყებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა პარტიას თბილისის რვა ოლქიდან მაჟორიტარობის კანდიდატი მხოლოდ ორ ოლქში ეყოლება. ამ ფორმით "ნაციონალური მოძრაობა" გზას უთმობს სხვა ოპოზიციურ პარტიებს წარადგინონ საკუთარი კონკურენტუნარიანი კანდიდატები.
მელიას თქმით, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომ შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური გაერთიანების შეთანხმების დარღვევას აპირებდეს, უსაფუძვლოა.