დღეიდან საქართველოში ყველა სახის მაღაზია გაიხსნება. მათ შორის მუშაობას განაახლებენ ყველა ტიპის ბაზრობები და სავაჭრო მოლებიც. მათზე შეზღუდვები 19 მარტიდან მოქმედებს.
გახსნის მიუხედავად სავაჭრო მოლებმაც და ბაზრობებმაც უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები. სავალდებულოა ნიღბის ტარება როგორც მომსახურე პერსონალის მხრიდან ასევე მომხმარებლისთვისაც. მოლებში უნდა იყოს დაცული 2 მეტრიანი დისტანცია. იმოქმედებს შეძენილი სამოსისა და ფეხსაცმლის დაბრუნების სერვისი. როგორც რითეილერები ამბობენ, დაბრუნებული პროდუქცია 2 კვირიან კარანტინს გაივლის და მოლებში ამის შემდეგ დაბრუნდება.