პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდა. გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, რეგულაციების შემსუბუქება შეეხო შაბათ-კვირის შეზღუდვასაც და მუნიციპალური ტრანსპორტი მიმდინარე კვირიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. პრემიერმა გუშინ რამდენიმე რეგულაციის შემსუბუქების შესახებ გააკეთა განცხადება.