დღეიდან არ არის გამორიცხული საქართველოში მოქმედი შეზღუდვა - ღამის საათებში გადაადგილების შესახებ, ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდეს.
საკითხზე დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. სხდომა 10 საათზე ჩაინიშნა. განიხილება შეზღუდვის პერიოდის შემცირებაც.
მოცემულობა, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქება/მოხსნის საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გავა დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დაადასტურა.