2-თვიანი პაუზის შემდეგ, სილამაზის სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა სამუშაო პროცესი განახლებული მომსახურებით დღეს აღადგინეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაამტკიცა კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისთვის.
კერძოდ: დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა უზრუნველყონ. ამასთან, საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი. თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია. სალონებმა უნდა შეიძინონ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიები, ნიღბები და ხელთათმანები. ყველა თანამშრომელი ვალდებულია სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე. სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც 20 ან მეტი თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების და ვიზიტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი. დამსაქმებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სათავსების ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია.
სილამაზის სალონების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ახალი რეგულაციები საფასო პოლიტიკაზეც აისახება და მომსახურებას გააძვირებს. მათივე თქმით, ბოლო 2 თვის განმავლობაში სალონები 100%-იან ზარალზე გავიდნენ.ფულადი გზავნილები 42,3%-ით შემცირდა