დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, სტომატოლოგიურ დაწესებულებებს ახალი გაიდლაინით მოუწევთ მუშაობა. კერძოდ, აციენტის თერმოსკრინინგი და ხელების ანტისეპტიკური დამუშავებადა წესებულებაში შესვლისთანავე დაიწყება.
ასევე ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების თანახმად, რაც სტომატოლოგიური კლინიკებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელია, დაწესებულებაში უნდა იყოს დისტანციური თერმომეტრი; პაციენტის რისკის შეფასების კითხვარი; ერთჯერადი ხელსახოცები სტომატოლოგიურ კაბინეტში და საპირფარეშოებში; ხელის სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის და პაციენტებისთვის.