ჩვენ და ტურიზმის ადმინიტრაცია იმუშავებს სხვადახვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და სასტუმროების ასოციაციები, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდეს მათი ორგანიზებული ნებაყოფლობითი ვაქცინაცია , - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულების უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული ჩაითველება კოვიდუსაფრთხო სასტუროებად და რესტორნებად, რაც საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია.