9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40- 42 გრადუსს, მთიან რაიონებში 35 - 37გრადუსს, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33 - 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34 - 39 გრადუსის, მთიან რაიონებში კი 29 - 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
გაეროს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 8 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება.