მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ეკლესიებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დილიდან სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას სიონის ტაძარში, საქართველოში სტუმრად მყოფ საბერძნეთის ქალაქ დრამის მიტროპოლიტ პავლესთან ერთად აღავლენს. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა.