საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. საპატრიარქოს ცნობით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნატარესმა, ილია მეორემ დღესასწაულთან დაკავშირებით, ლოცვა გუშინ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეასრულა. მსახურების დროს ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს. მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვა დღესაც შეუძლიათ.