17:08
29 მაისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დღეს საქართველოში ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება
21-05-2020

დღეს საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

23-24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს, ზოგან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.

AutoPlay
ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წყალობით ეკონომიკა ძალიან მალე ამოიქოქება
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს - გიორგი გახარია ოპოზიციას
გამოქვეყნდა 6 წუთის წინ
"ნაცკლასტერი" სადისტები იყავით, ძალა გქონდათ ხელში, რამდენი ადმიანია ამით დაზარალებული და ახლა სისხლისღვრაზე ლაპარაკობთ, სირცხვილი არ არის ბოლოს და ბოლოს? - გია ვოლსკი
გამოქვეყნდა 18 წუთის წინ
ახალ ზელანდიაში საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტი დარჩა
გამოქვეყნდა 51 წუთის წინ
რუსეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 232 ადამიანი დაიღუპა, რაც გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 52 წუთის წინ
ტრამპის პოსტი, რომელიც მინეაპოლისში ეროვნული გვარდიის გაგზავნას ეხებოდა, "ტვიტერმა" ძალადობის შემცველად მონიშნა
გამოქვეყნდა 54 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები