დღეს თუ ოპოზიცია გარკვეული განცხადებებით გამოდის და ნიკა მელია ოფისში მოინახულეს, ერთი ცნობილი სიმღერისა არ იყოს: „მივიდნენ მის სანახავადა“, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ოპოზიცია მისი ერთგულია და მის გარშემო არის შემოკრებილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე განცხადებით, „ამ ოპოზიციასაც თავისი კონკრეტული არგუმენტები და ზოგიერთს კონკრეტული ვალდებულებები აქვს, თუ რატომ არის მისული „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში“.