"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცება დღევანდელ სესიაზე იგეგმება.
მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ კენჭისყრამდე ვენეციის კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციების გამოგზავნა დროულად ვერ მოხერხდა - "ქართული ოცნება" არ გამორიცხავს საჭირო გახდეს რიგგარეშე სესიის ფორმატში დეპუტატების კიდევ ერთხელ შეკრება.
ოპოზიცია სასამართლო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და არ გაითვალისწინა მართლმსაჯულების სისტემაში კვლავ ძლიერია კლანის მმართველობა. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ყველაფერი კეთდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით და ცვლილებები, რომლის მიღებაც იგეგმება, სასამართლოს რეფორმირებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.