აფხაზეთის რეგიონი ზღვის სეზონს, გამორჩეულად მძიმე რეალობით ხვდება - არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების შემდეგ დაწყებული საზოგადოებრივი მღელვარება თანდათან მატულობს. ადგილობრივები გამოძიებას არ ენდობიან და ხელისუფლებას დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებენ. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ტურისტულ სეზონზე აფხაზეთში თავს იჩენს კრიმინალია - გახშირებული მკვლელობები, ტურისტების ძარცვა, ყაჩაღობის ფაქტები - ბოლო პერიოდში პიკს აღწევს. რა ხდება აფხაზეთში? - თემაზე ვრცლად ჟურნალისტი ლალი პაპასკირი საუბრობს.