ზუსტად ერთ თვეში თბილისი ახალ მერს აირჩევს, შესაბამისად დედაქალაქის ამჟამინდელი პირველი პირის - დავით ნარმანიას 3-წლიანი და 2-თვიანი მოღვაწეობა დასრულდება. ჯერ კიდევ მერობის კანდიდატმა ნარმანიამ 2014 წელს თბილისელებს დედაქალაქის 41 პრობლემის გადაჭრის 41 ამოცანა შესთავაზა. თუმცა, ქალაქის მერმა ყველაფერი ვერ აგვისრულა რასაც დაგვპირდა - "დღის თემაში" ჟურნალისტი რუსა შელია დავით ნარმანიას შვიდ შეუსრულებელ დაპირებას შეგვახსენებს.