ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ პრობლემებზე, რომლებიც სასამართლო სისტემაში დაგროვდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ წლობით გადადებული პროცესებია. რატომ ელოდებიან მოსამართლის გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის განმავლობაში მხარეები და რატომ ვერ ხერხდება სისტემის განტვირთვა საქმეებისგან - დღის თემის სტუდიაში ჩემი კოლეგა რუსა შელია შემოგვიერთდება, რომელიც ამ საკითხის ექსპერტებს ესაუბრა და ვრცლად გაგვარკვევს საკითხში.