საგზაო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში უმძიმესი სტატისტიკაა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში 600-მდე ადამიანი იღუპება და ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში სამწუხაროდ ლიდერ პოზიციაზე. თუმცა, იმედია, მდგომარეობას გამოასწორებს ცვლილებები საგზაო მოძრაობის კანონში, რომელიც21 აპრილსდაამტკიცა პარლამენტმა. ამ სისტემით თითოეულ მძღოლს ენიჭება 100 ქულა, რომელიც დარღვევის შესაბამისად დააკლდება. ჩემი კოლეგა მარი ჯავახიშვილი, სტუდიაში შემოგვიერთდება და დაწვრილებით განგვიმარტავს, რა დარღვევაზე რამდენი ქულაა გათვალისწინებული.