ლუდომანია, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა. ერთ-ერთი კვლევით საქართველოში ონლაინ-კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათასი ადამიანია. მათი ასაკი 35 წლამდე მერყეობს. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ სოციალური კვლევების მიხედვით, მოზარდთა 14-16% ჩართულია ონლაინ თამაშებში. მათი ასაკი დაახლოებით 12 წლიდან იწყება.