ელიავას ბაზრობაზე გუშინ მომხდარი ხანძრის ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. დაახლოებით საღამოს 9 საათზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეებმა 1 საათი და 30 წუთი მოანდომეს. ცეცხლი 2500 კვ/მ-ზე იყო გავრცელებული და მის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის მეხანძრე. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ.