ე.წ ციანიდის საქმის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი რამდენიმე თვეა არ ცხრება. საქმის მთავარი ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაშია, სასამართლო პროცესების განხილვა კი მთლიანად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ამის პარალელურად, ბოლო დროს გვესმის საპატრიარქოს იურისტისა და მაღალი სასულიერო პირების ურთიერთბრალდებები - ჟურნალისტი თორნიკე კოშკაძე ვრცლად საუბრობს რა ხდება ე.წ ციანიდის საქმეში.