უკვე სამი თვეა საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდებიან. მოგზაურობა ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით აქტიურდება, ამიტომაც ურიგო არ იქნება გავიხსენოთ, რა უნდა გაითვალისწინოთ თუ ევროპაში წასვლა გადაწყვიტეთ. მითუმეტეს რომ, შენგენის ზონაში მოხვედრის ყველა მსურველს სულაც არ უკმაყოფილებენ სურვილს. ჟურნალისტი სალომე აბულაშვილი გვიამბობს, როგორია ბოლო სამი თვის სტატისტიკა და რა უნდა გაითვალისწინოთ ევროპაში გამგზავრებამდე?