თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. მერიის 28 წლის თანამშრომელს, რომელიც იქამდე, წლების მანძილზე განათლების მინისტრის მრჩეველის თანამდებობას იკავებდა 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რა ვიცით ახალგაზრდა ჩინოვნიკის შესახებ და ვინ არიან ის მაღალჩინოსნები, რომლებიც თბილისის მერიაში მუშაობის დროს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.