ზაფხულის პირველი თვე უკვე მიიწურა, ტემპერატურაც თანდათან მაღლა იწევს და სიცხეში თავს იჩენს ისეთი სერიოზული პრობლემა, როგორიც დაავადების გადამტანი მწერებია. ისინი საშიში არიან არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვისაც.
როგორ უნდა დაიცვათ თავი და რა მოიმოქმედოთ, თუ სხეულზე მწერის ნაკბენი აღმოაჩინეთ - ამ და სხვა საკითხებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, ამ რეკომენდაციებსჟურნალისტი მარიამ მენაბდიშვილი ვრცლად გაგაცნობთ. დღის თემის მეორე ნაწილში კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე საუბრობს.