ბოლო რვა წელიწადში, სამუშაო ადგილას 360-მდე ადამიანი დაიღუპა, 900-ზე მეტი კი დაშავდა. ეს საგანგაშო სტატისტიკა ძირითადად მშენებლობის, სამთო მოპოვების, მეტალურგიის, კავშირგაბმულობისა და სხვა მომეტებული საფრთხის მქონე სფეროებს ეხება. 2019 წლის სექტემბრიდან ეკონომიკური სექტორის კომპანიებს მოეთხოვებათ შტატში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლა. რა უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა, რომ მათი თანამშრომლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, დაცული იყოს - ამ საკითხებზე ვისაუბრებთ "დღის თემაში", შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებში საკონსულტაციო კომპანია “გლობალ სეიფთის“ დამფუძნებელთან რატი ცქიტიშვილთან ერთად.