პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და მთავრობის მიერ დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მიღწევების მიუხედავად ქვეყანას აქვს ბევრი გამოწვევა და ამ გამოწვევების დასაძლევად აუცილებელი და სწორი გზაა ის რეფორმები, რომელიც 2017 წლიდან დაიწყება. მან ასევე ვრცლად ისაუბრა სივრცითი მოწყობის პროექტზე, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ამ გეგმის რეალიზების შემდეგ საქართველო გახდება 4 სეზონის ტურისტული ქვეყანა.