დიდ ბრიტანეთში 15 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, - ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა გრენთ შეფსმა განაცხადა. მისივე თქმით, პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება ავტობუსებში, მატარებლებში, მეტროსა და სხვა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვინაიდან ქვეყნის გახსნასთან ერთად ტრანპორტში ხალხის ნაკადმა იმატა და სოციალური დისტანცირების დაცვა თითქმის შეუძლებელია.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 281 661 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 39 900-ს აჭარბებს. დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ბრიტანეთი მეხუთე ქვეყანაა მსოფლიოში აშშ-ის, ბრაზილიის, რუსეთისა და ესპანეთის შემდეგ.